10 წუთი. 15 წუთი.
მარტივად მოსამზადებელი სალათის რეცეპტი!
შემადგენლობა:
- 1 კგ სატაცური
- 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
- 2-3 კბილი ნიორი
- 3-4 ძირი ქინძი
- მარილი,წიწაკა,ძმარი-გემოვნებით
მომზადება:
სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში.
შემდეგ ხელით გავწუროთ. ნიგოზი,წიწაკა,ნიორი,ქინძი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ
სატაცურში.
დაწერე კომენტარი პირველმა