Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ სოსისით გამოყენებით ძალიან გემრიელ სალათს! 

შემადგენლობა:

  • 400 გ სოსისი
  • 3 თავი ხახვი
  • 1 ქილა ქამა სოკო
  • 2 ც ტკბილი წიწაკა
  • 3 ც კარტოფილი
  • 200 გრ ყველი
  • 8 ც ჰოლანდიური ყველი
  • 100 მლ მაიონეზი
  • 2 ც პომოდრი
  • მარილი,შავი პილპილი
  • კამა

<

/ul>
მომზადება:

მოამზდეთ საჭირო ინგრედიენტები. კარტოფილი მოხარშეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა

ოთკუთხედ ნაჭრებად. ტკბილ წიწაკას მოაშორეთ თესლი და დაჭერით რგოლებად. ხახვი გაფცქვენით

და დაჭერით ძალიან თხელ რგოლებად.

სოკოს კონსერვს გადაუწუროთ წვენი და გადაავლეთ გამდინარე წყალი. დაწურული სოკო დაჭერით წვრილ

ნაჭრებად,

პამიდორი დამდუღრეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით თხელ რგოლებად,

სოსისი დაჭერით  რგოლებად.

დაჭრილი სოკო, ხახვი და ტკბილი წიწაკა მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე და მოშუშეთ. მოშუშული

ინგრედიენტები გადაიტანეთ თეფშზე.

იმავე ცხიმიან ტაფაზე დაბრაწეთ დაჭრილი სოსისი.

ცხიმწასმულ ღრმა ტაფაზე პირველ ფენად მოათავსეთ მოშუშული ტკბილი წიწაკა, სოკო და ხახვი.

მერე ფენად მოაწყვეთ ზეთში დაბრაწული სოსისი. მესამე ფენად დააწყვეთ დაჭრილი კარტოფილი და

მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი.

კარტოფილის ფენს მოაყარეთ გახეხილი ყველი. შემდეგ დააწყვეთ პამიდვრის რგოლები. პამიდორს

მოასხით მაიონეზი. ბოლოს დააფინეთ ჰოლანდიური ყველის ფირფიტები. ტაფას დააფარეთ თავსახური

და დადგით დაბალ ცეცხლზე.

როგორც კი ყველის ფირფიტები გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან.

სუფრაზე მიტანამდე შეგიძლიათ კერძს მოაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა .