Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 1 ცალი ანანასი
  • 3-4 ცალი ვაშლი
  • 150 გრ ნუში
  • მანდარინი
  • 0,5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • არაჟანი
  • ჩამიჩი

 

მომზადება:

ანანასს კანი მოვაცილოთ, რბილობი კუბებად დავჭრათ, ვაშლს კანი და თესლები მოვაცილოთ, გავხეხოთ და დავუმატოთ ანანასს. შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ნუში და ჩამიჩი. არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად და მოვასხათ სალათას. სალათა მოვრთოთ მანდარინის ნაჭრებით და სუფრასთან მივიტანოთ.