10 წუთი. 15 წუთი.
მწვანე ლობიო ყველით ძალიან კარგია გარნირად!
შემადგენლობა:
- 800 გრ მწვანე ლობიო
- 2 ულუფა გახეხილი ყველი
- 4 ნაჭერი მოხარშული შაშხი
- კარაქი
მომზადება:
ლობიოს მოაცილეთ წვერები და ბოლოები.გარეცხეთ და მოათავსეთ მარილიან წყლით სავსე ქვაბში.
ჩაამატეთ ქონდარი, ხარშეთ 30 წუთი საშუალო ცეცხლზე. შემდეგ წყალი გადაღვარეთ, გაანაწილეთ 4
ულუფად და თბილად შეინახეთ. სქელძირიან ქვაბში გაადნეთ ყველი და განუწყვეტლივ ურიეთ.
გაადნეთ კარაქი და შებრაწეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი მოხარშული შაშხი. შაშხის ნაჭრები გაანაწილეთ
თითოეულ ულუფა ლობიოზე და მოასხით გამდნარი ყველი.
დაწერე კომენტარი პირველმა