10 წუთი. 15 წუთი.
მოამზადეთ დამარინადებული ქამა სოკო ჩვენი რეცეპტით!
შემადგენლობა:
- 500 გ ქამა სოკო
- 60 გ ზეთი
- 60 გ ძმარი
- 1 მიხაკი
- 1 ჩ.კ მარილი, შაქარი, ქინძის თესლი
- დაღერღილი წითელი წიწაკა
- 1-2 ც დაფნის ფოთოლი
- 5-6 მარცვალი პილპილი
მომზადება:
შევარჩიოთ პატარა სოკოები, მაგრამ თუ დიდებია, შეგვიძლია გავჭრათ. გავრეცხოთ და შევაშროთ.
ქვაბში ჩავყაროთ ყველა ინგრედიენტი სოკოს გარდა და წამოვადუღოთ 3 წუთით.
ჩავყაროთ სოკო, დავაფაროთ თავზე და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი, თან ხშირ-ხშირად ამოვურიოთ.
შემდეგ წვენიდან გადავიტანოთ მინის ქილაში, გავაციოთ და 1 ღამით მაცივარში შევინახოთ.
მეორე დღეს მარინადი მზადაა. შეგვიძლია მივირთვათ პირდაპირ, ან შევურიოთ სალათებში.
დაწერე კომენტარი პირველმა