10 წუთი. 15 წუთი.
მადგენლობა:
- 5 ც კვერცხი
- 20 გრ მზა მდოგვი
- 15 გრ შაქარი
- 5 გრ მარილი
- 100 გრ ისპანახის პიურე
- 15 გრ ქინძი
- 20 გრ ოხრახუში
- 100 გრ ტარხუნა
- 600 გრ ზეთი
- 120 გრ ძმარი
მომზადება:
უმი კვერცხის გული, მზა მდოგვი, შაქარი, ისპანახის პიურე, ქინძი,ოხრახუში და ტარხუნა ჩავუშვათ თიხის ან
მომინანქრებულ ჭურჭელში და მოვურიოთ ხის სარევით. მას წვეთ-წვეთად დავუმატოთ ზეითუნის ან
მზესუმზირის ზეთი, შესქელების შემდეგ თანდათან დავაწუროთ ძმარი და კიდევ ვურიოთ. როდესაც ცომის
მსგავსად გასქელდება, დავაწუროთ ლიმონის წვენი. ვიხმაროთ მრავალნაირ ცივ კერძში, როგორც ცივი
საწებელი.
დაწერე კომენტარი პირველმა