10 წუთი. 15 წუთი.
გთავაზობთ კულინარიულ რჩევებს, რომელიც საჭმლის მომზადების პროცესს უფრო გაგიმარტივებთ..!
-
- თუ მაცივარში უსიამოვნო სუნია, დადეთ ხახვის რამოდენიმე ნაჭერი.
- რძე, რომ არ ამჟავდეს, შეფუთვის გახსნისანავე მოაყარეთ მცირე რაოდენობის მარილი.
- იმ შემთხვევაში, თუ ბრინჯი დაგეწვათ, დაადეთ მას თეთრი პურის ნაჭერი 5-10 წთ,რომ გააქროს დამწვარი ბრინჯის სუნი.
- მომჭკნარი ბოსტნეულის (მწვანილის) გამოცოცხლება შეიძლება, თუ მას ჯერ ცხელ წყალში გაავლებთ, ხოლო შემდეგ ცივში.
- მოხარშული კვერცხი ადვილად რომ გაიფცქვნას, ხარშვის დროს, წყალში ცოტა მარილი ჩაამატეთ.
- ბრინჯი ხარშვის დროს რომ არ ჩაიშალოს, მოხარშვამდე, ცოტა უნდა მოხალოთ. მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში, ზომაში დიდად არ გაიზრდება.
- მარილი ჭურჭელში რომ არ დანესტიანდეს, მასში რამდენიმე მარცვალი ბრინჯი უნდა ჩააგდოთ.
- სტაფილოს კარგი გემო რომ ჰქონდეს, ის მხოლოდ 5-10 წუთის მანძილზე უნდა ხარშოთ.
- მაიონეზის ჩანაცვლება არაჟნით მარტივად შეიძლება, ამისთვის მასში, 1 ჩაის კოვზი მდოგვი და კარგად მოხარშული, გახეხილი კვერცხის გული უნდა დაამატოთ.
- სახეხს, რომელზეც ყველის გახეხვას აპირებთ, ზეთი წაუსვით. ამის შედეგად, მას ყველი აღარ მიეკრობა და უფრო ადვილადაც გარეცხავთ.
დაწერე კომენტარი პირველმა