Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 3 ც კარტოფილი
  • 3-4 სალათის ფოთოლი
  • 3-4 ღერი ოხრახუში
  • 1-2 ღერი მწვანე ხახვი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ც ლიმონი
  • წითელი დაფქვილი წიწაკა- ჩ.კ
  • 2 ს.კ ზეთი
  • ნახევარი ჩ.კ ბროწეულის წვენი
  • 1 ჩ.კ ძმარი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავფცქვნათ, დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად. სალათის

ფოთლები გავრეცხოთ, დავწრიტოთ წყლისგან და დავაქუცმაცოთ. ოხრახუში დ მწვანე ხახვი

დავჭრათ წვრილად, დავუამტოთ წვრილად დაჭრილი ნახევარი თავი ხახვი და ხელით ოდნავ

მოვსრისოთ. მოვაყაროთ მიღებული მასა კარტოფილს, მოვასხათ ბროწეულის წვენი, ნახევარი

ლიმონის წვნი,ყურძნის ძმარი, ზეთი, შევაზავოთ მარილით, წიწაკით, კარგად ამოვურიოთ,

გავაჩეროთ 10 წთ.