10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 4 ც ბულგარული წიწაკა
- 1 ც ლიმონი
- 2 კბილი ნიორი
- 6 ს.კ ზეითუნის ზეთი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა დავჭრათ სიგრძეზე. ამოვაცალოთ გულები, დავაწყოთ
ქურის ტაფაზე,შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევწვათ. მზა ბულგარული
წიწაკები გავაციოთ და ფრთხილად მოვაშოროთ კანი. შეწვის დროს გამოყოფილი წვენი შევურიოთ
1 ლიმონის წვენს. ნიორი დავჭრათ წვრილად. შემწვარი წიწაკები გადავიტანოთ თეფშზე,
მოვაყაროთ მრილი,პილპილი,მოვასხათ ლიმონის წვენი,ზეთი, შევფუთოთ და შევდგათ
მაცივარში 40 წთ.
დაწერე კომენტარი პირველმა