10 წუთი. 15 წუთი.
ბროკოლი – ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, თუმცა არც ისე პოპულარულია ყოველდღიურ გამოყენებაში.
ამიტომ გთავაზობთ ერთ-ერთ სალათს მისი გამოყენებით.
შემადგენლობა:
- 250 გრ ბროკოლი
- 3 პამიდორი
- 125 გრ ყველი
- 150 გრ არაჟანი
- 1 ჭიქა პერნოდ
- ცოტაოდენი სალათის ფოთლები
- დაჭრილი ფსტა
- მარილი და პილპილი
მომზადება:
ქვაბი მარილიანი წყლით მიიყვანეთ ადუღებამდე. გარეცხეთ ბროკოლი, ჩაუშვით ადუღებულ წყალში და
ხარშეთ 10-12 წუთი. გაწურეთ და დატოვეთ გასაცივებლად. როდესაც გაცივდება, დაშალეთ პატარა
ნაწილებად. აიღეთ მეორე ქვაბი წყლით, ააადუღეთ და რამდენიმე წამით დამდუღრეთ პამიდორი.
გადაავლეთ წყალი,კანი გააცალეთ და დაჭერით. ყველი დაჭერით პატარა კუბებად. ერთმანეთში
აურიეთ არაჟანი და პერნოდი, შეაზავეთ მარილით და პილპილით.
4 ინდივიდუალურ მინის თასში ჩააფინეთ სალათის ფოთლები, გაადანწილეთ სალათა და თავზე
მოასხით სოუსი. მორთეთ გადანახული ბროკოლის ყვავილებით
და დაწრილი ფსტით.
დაწერე კომენტარი პირველმა