Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

წითელი კომბოსტო და ვაშლი ძალიან უხდება ერთმანეთს.

შემადგენლობა:

  • 1 კგ წითელი კომბოსტო
  • 1 დიდი ხახვი
  • 3 ვაშლი
  • 60 გრ ქონი ან ბატის ცხიმი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 2  ს.კ ძმარი
  • ცოტაოდენი მიხაკი,მარილი,პილპილი

მომზადება:

კომბოსტოს მოაცილეთ გარეთა ფოთლები. გაჭერით ოთხად და გარეცხეთ. დაჭერით წვრილ ზოლებად ან

სახეხზე გახეხეთ. წვრილად დაჭერით ხახვი.

ვაშლი გაჭერით ოთხად , ამოაცალეთ გული და წვრილად დაჭერით. დიდ ქვაბში გაადნეთ ქონი ან ბატის

ცხიმი, დაამატეთ ხახვი, დაახურეთ თავსახური და შუშეთ,სანამ გამჭირვალე არ გახდება. დაამატეთ

კომბოსტო, კიდევ ერთხელ მოშუშეთ. დაამატეთ დაჭრილი ვაშლი, დაფნის ფოთოლი და მიხაკი.

შეაზავეთ მარილით, ძმრით და პილპილით. დაამატეთ 150 მლ წყალი და შუშეთ კომბოსტო საშუალო

ცეცხლზე 30 წუთი.