Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

 შემადგენლობა:

  • 2 ჭიქა ბრინჯი
  • 1 კონა კამა
  • 3 ჭიქა წყალი
  • 3 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ კარაქი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • 1 ც ქათმის ბულიონის კუბიკი

მომზადება:

ბრინჯი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 15 წთ. კამას მოვაშოროთ ღერები და

დავჭრათ წვრილად. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ წყალგადაწურული ბრინჯი,ვურიოთ,

სანამ სითხე არ ამოშრება. მოვასხათ ცხელი წყალი,ჩავაგდოთ ბულიონის კუბიკი,მოვაყაროთ

მარილი და ვხარშოთ. 10 წთ-ის შემდეგ მოვაყაროთ კამას და დავტოვოთ ნელ ცეცხლზე კიდევ

10 წთ.