10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 შემწვარი წიწიკა
- 200 გრ სალათის ფოთლები
- 2 მანგო
- 2 ავოკადო
- 25 გრ ქინძი
- 1 მწარე წითელი წიწაკა
- 60 გრ ნიგოზი
სოუსისთვის:
- 90 მლ ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ ძმარი
- 2 ს.კ მდოგვი
- 2 ჩ.კ თაფლი
- მარილი,შავი პილპილი
მომზადება:
შემწვარ წიწილად მოაცალეთ კანი და ძვლები. ხორცი დაჭერით. წიწილის ხორცი, სალათის ფოთლები,
გათლილი, პატარა კუბებად დაჭრილი მანგო და ავოკადო, წვრილად დაჭრილი ქინძი, წიწაკა და მოხალული
ნიგოზი სასალათეში მოათავსეთ.
სოუსი: ზეითუნის ზეთი, ძმარი, მდოგვი და თაფლი მომცრო ჯამში მექანიკული სათქვეფით ათქვიფეთ.
შეკაზმეთ მარილითა და პილპილით. სოუსი სალათას მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.
დაწერე კომენტარი პირველმა