Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  2-3 ც ბადრიჯანი
  • 1.1 წითეი და ყვითელი ტკბილი წიწაკა
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი,პიპილი
  • 1 თავი ხახვი
  • ძმარი-გემოვნებით
  • ზეთი-შესაწვავად

მომზადება:

ბადრიჯანი დავჭრათ რგოლებად, დავაყაროთ მარილი და დავტოვოთ 20 წუთი, შემდეგ გავავლოთ წყალში და გავწუროთ. შევწვათ სწრაფ ცეცხლზე , ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან. გადავიტანოთ ცალკე თეფშზე.

იმავე ტაფაში მაღალ ცეცხლზემ ოვშუშოთ მსხვილად დაჭრილი წიწაკა, შუშვის პროცესში დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და განვაგრძოთ შუშვა. სასურველი ბოსტნეული ძალიან არ უნდა დარბილდეს, რომ სიხრაშუნე შეინარჩუნოს.

შემწვარი ბოსტნეული ერთმანეთს შევურიოთ , დავუამტოთ დაჭყლეტილი ნიორი და ბლომად ქინძი, მარილი, პილპილი და ძმარი გემოვნებით.