Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 2 თავი ხახვი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 200-300 გრ ბრინჯი
  • 300 გრ ღორის მჭლე ხორცი
  • 1 ქილა სოკო
  • ზეთი
  • 2 ც კვერცხი
  • ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი,ჩილი

მომზადება:

ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, ღორის ხორცი დაჭერით კუბიკებად. ხახვი,ბულგარული, ნიორი დაჭერით

წვრილად.  ხორცი და ბოსტნეული ერთად მოშუშეთ მაღალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და კარგად

ჩაიშუშება ( არ მიგეწვათ), დაასხით ათქვეფილი კვერცხი და განუწყვეტლივ ურიეთ, ბოლოს ჩაამატეთ სოკო და

ცოტა ხანს შუშეთ. ცალკე დიდ ქვაბში მოხარშულ ბინჯს დაასხით სოიოს სოუსი, ლიმონი ჩააწურეთ და ჩაასხით

ჩილი და ამოურიეთ. მარილი არ უნდა,რადგან სოიოს სოუსში ბევრი მარილი და საკმარისია. ბოლოს ორივე მასა

ერთმანეთში კარგად აურიეთ, სუფრაზე მიიტანეთ გაციებული.