Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

სამარხვო სალათის რეცეპტი ჩვენგან! 

მომზადება:

მწვანე ან წითელი, ტკბილი წიწაკა ჩავყაროთ მდუღარეწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ. როცა შეგრილდება, წიწაკა გავწუროთ. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, სუნელი, ზაფრანა, მარილი, გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში. ამ მასალაში ავურიოთ გაწურული, მოხარშული წიწაკა. მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.