10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 კგ სტაფილო
- 1 კგ ხახვი
- 1/2 ჩ.ჭ ზეთი
- 1 კგ პამიდორი
- თითო კონა მწვანილი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
გასუფთავებული, გარეცხილი სტაფილო გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან გავხეხოთ მსხვილ სახეხზე
და თავდახურულ ქვაბში მოვშუშო ზეთში. ცალკე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ავურიოთ
ერთმანეთში და შევდგათ ნელ ცეცხლზე. დავამატოთ გახეხილი მწიფე პამიდორი, ყველანაირი მწვანილი,
მარილი და დავტოვოთ ცეცხლზე 15წუთი.