10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 8 სვია, თითო 150 გ
- 9 ს.კ ლიმონის წვენი
- 300 გ ქამა სოკო
- 2 თავი ხახვი
- 100 გ ლორი
- 8 ს.კ ფქვილი
- 200 გ კარაქი
- 2 ლიმონი
- პილპილი
- მარილი
- მწვანილი მოსართავად
მომზადება:
- გაასუფთავეთ სვია, მოაცალეთ კანი, გამოშიგნეთ, ამოაჭერით თვალები და ლაყუჩები. მოახით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მაირილი და პიპილი და გააჩერეთ 40-50 წთ.
- ქამა სოკო დაჭერით- თხლად, ხახვი და ლორი -კუბებად და ეს ყველაფერი ერთად მოშუშეთ.
- თევზი ამოავლეთ ფქვილში ა შეწვით კარაქში. შემდეგ შედგით ღუმელში და დაბრაწეთ.
- სუფრასთან მიტანის წინ თევზი მოათავსეთ ლანგარზე და ზემოდან გაანაწილეთ სოკოიანი მასა. მორთეთ ლიმონითა და მწვანილით.
დაწერე კომენტარი პირველმა