Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

უგემრიელესი სალათის რეცეპტი!

ინგრედიენტები : 

  • 1 პური ( უკეთესია თუ იქნება გუშინდელი ან შესაძლებელია გამოიყენოთ “ტრიკორაჩკი” )
  • 1/2  მწვანე ნიახური (ფოთლების გარეშე)
  • 1/2 კამა
  • 2 პომიდორი (სასურველია არ იყოს რბილი)
  • 1 კიტრი
  • 150 მლ ზეითუნის ზეთი
  • 2 კოვზი ღვინის ძმარი
  • 1 კბილი ნიორი და 1 ცალი ხახვი (გემოვნების მიხედვით)
  • შავი პილპილი (გემოვნებით)
  • ბაზილიკი (ანუ შაშკვლავი გემოვნებით )

მომზადების წესი:

ძველი პური უნდა დაჭრათ და დაალბოთ ნივრიან წყალში 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ წვრილად დაჭრათ ნიახური, პომიდორი, კანგაფცქვნილი კიტრი, წითელი ხახვი. დალბობილი პური ამოიღეთ და გაწურეთ ხელით შემდეგ კი დაფხვენით ან დაჭერით კუბიკებად. პური და ბოსტნეული შეურიეთ ერთმანეთს კარგად,შემდეგ მოასხით ზეითუნის ზეთი და ღვინის ძმარი, ისევ აურიეთ კარგად ერთმანეთში, მიღებულ მასას  მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და სურვილისამებრ ბაზილიკის ფოთლებიც, კიდევ ერთხელ მოურიეთ და სანამ მიირთმევთ 50 წუთი შედგით მაცივარში.