Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

უგემრიელესი სალათა ლორით! 

შემადგენლობა:

  •  სალათის ფოთლები
  • 2 ს.კ ზეთი
  • 6 ს.კ ნაღები
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • მარილი,პილპილი
  • ბულგარული წიწაკა
  • 2ს.კ ახალი ოხრახუში
  • 1 ხახვი
  • 100 გრ ზოლიანი ლორი
  • მარგარინი

მომზადება:

გარეცხეთ და შეაშრეთ სალათის ფოთლები.

სოუსის გასაკეთებლად: აურიეთ ერთმანეთში ზეთი, ნაღები, ლიმონის წვენი, შეაზავეთ მარილით,

პილპილით, ბულგარული წიწაკით. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი.

დაჭერით ლორი.

გაადნეთ მარგარინი, მოშუშეთ ხახვი და ლორი დაწითლებამდე. დააყარეთ ყველაფერი სალათის

ფოთლებს.