Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მოამზადეთ სამარხვო სალათი!

შემადგენლობა:

  • ნახევარი კილო ოხრახუში
  • 2 კონა მწვანე ხახვი
  • 1 თავი ნიორი
  • 2 კბილი ან ახალი ნიორი 2 ღერი
  • 2ს.კ ნიგოზი
  • 2 კონა ქინძი
  • 2ც ბროწეული
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

ოხრახუშს კარგად გავრეცხავთ და თუშფალანგზე გავაშრობთ, მერე კი სქლად დავჭრით. ცალკე დავჭღით მწვანე ხახვს.  ნიორს დავნაყავთ, ქინძს დავჭრით და ამ ყველაფერს ერთმანეთში ავურევთ. გატარებულ ნიგოზსა და ბროწეულის მარცვლებს დავმატებთ. წიწაკითა და მარილით შევაზავებთ. ბოლოს მრგვლად დაჭრილი ხახვებით გავაფორმეთ, ხახვის რგოლებში კი ბროწულის მარცვლებს ჩავაწყობთ.