Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ჰალუმი ყველის ნაირსახეობაა, მისი განსაკუთრებული თვისებაა ფორმის შენარჩუნება მაღალი 

ტემპერატურის პირობებშიც კი. ჰალუმის ჩანაჩვლება სულგუნითაა შესაძლებელი. 

შემადგენლობა:

  •  280 გრ წვანე ოსპი
  • მარილი
  • 250 გრ ჰალუმი
  • 24 პამიდორი ჩერი
  • 1 წითელი ხახვი, 1 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ ლიმონის წვენი
  • 75 მლ ზეითუნის ზეთი
  • შავი პილპილი, 1 კონა ქინძი

მომზადება: 

ოსპის მარცვლები საშუალო ზომის ქვაბში ჩაყარეთ,1/2 ს.კ მარილი მოაყარეთ, დაფარეთ წყლით, მიიყვანეთ

ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და დარბილებამდე ხარშეთ. ნუ გადახარშავთ.

გადაწურეთ, გააგრილეთ.

გააცხელეთ გრილის ან გაზქურის ტაფა. ჰალუმის 1 სმ-იან ნაჭრებს წაუსვით ორივე მხრიდან ზეთი და

ოქრსოფრად დაბრაწეთ. ჯამში მოათავსეთ შუაზე გაჭრილი პამიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი,ნიორი,

ლიმონის წვენი, ზეთი. დააყარეთ ოსპის მარცვლები და მსუბუქად შეანჯღრიეთ. შეკაზმეთ პილპილით.

დაუმატეთ დაფშვნილი ყველი და ქინძი. მოურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან.