Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  200 გრ ნესვი
  • 100 გრ ლორი
  • 100 გრ წიწმატი
  • 100 გრ სალათის ფოთოლი
  • 1 ც ლიმონი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ნესვს ამოვაცალოთ თესლები, კოვზით ამოვჭრათ ბურთულები. ლორი დავჭრათ თხელ კუბიკებად,

წიწმატი და სალათის ფოთლები გავრეცხოთ და დავაწყოთ განიერ თეფშზე. ნახევარ ლიმონს

გამოვუწუროთ წვენი, შევურიოთ ზეთს, მოვაყაროთ მარილი,პილპილი და კარგად ავურიოთ.

წიწმატის და სალათის ფოთლებზე დავაწყოთ ნესვის ბურთულები, ლორის ნაჭრები და

მოვასხათ ზეთის და ლიმონის ნარევი.