Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

<

ბულგური დაღერღილი ხორბალი არ არის. იგი ხორბლის მშრალი და დაცეხვილი მარცვლების თერმული

დამუავებისა და დაფქვის შედეგად მიიღება.მზა ბულგუტი ბევრ სუპერმარკეტში იყიდება და 

ახლო აღმოსავლეთის, ხმელღაშუაზღვისა და ბალკანეთის სამზარეულოებში გამოყენება. 

შემადგენლობა:

  • 180  გ ბულგური
  • 500 მლ მდუღარე წყალი
  • 1 შემწვარი წიწილი
  • 120 გრ დაკონსერვებული ბულგარული წიწაკა
  • 1 წითელი ხახვი
  • 400 გ მუხუდო
  • 100 გ ქორფა ოხრახუში
  • 50 გ პიტნა

სოუსისთვის:

  •  60 მლ ცივი ზეთი
  • 90 მლ ლიმონის წვენი
  • მარილი და შავი პილპილი

მომზადება:

სალათა: ბულგურს დაასხით მდუღარე წყალი, მოურიეთ, 10 წთ გააჩერეთ. საწურზე გადაიტანეთ და

დატკეპნეთ, რომ კარგად დაიწრიტოს. შემდეგ დიდ სასალათეში გადაიტანეთ.

წიწილს მოაცილეთ კანი და ძვლები. ხორცი დაჭერით. ბულგურს დაუმატეთ წიწილის ხორცი, მუხუდოს

მარცვლები, თხლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ხახვი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და პიტნა.

სოუსი: ზეთი და ლიმონის წვენი ჯამში ათქვიფეთ. შეკაზმეთ მარილითა და შავი პილპილით. სალათას

მოასხით და მსუბუქად შეანჯღრიეთ.