Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მოამზადეთ კრევეტები ჩვენი რეცეპტით! 

შემადგენლობა;

  •  14-16 არტიშოკის გულები
  • 1 ლიმონის წვენი
  • ვუსტერ სოუსი
  • 250-300 გრ გაყინული კრევეტები
  • ცოტაოდენი სალათის ფოთლები
  • 4-5 ს.კ ტომატის კეტჩუპი
  • 3 ს.კ არაჟანი
  •  1 ს.კ ბრენდი
  • ზეთისხილი
  • მარილი, პილპილი

მომზადება:

თასში ააფინეთ სალათის ფოთლები. არტიშოკი გაწურეთ, დააწყვეთ თეფშზე და მოაპკურეთ რამდენიმე

წვეთი ლიმონის წვენი. მოასხით ვუსტერ სოუსი, კრევეტები გაანაწილეთ არტიშოკის გულებზე.

შეურიეთ კეტჩუპი, არაჟანი და კონიაკი. შეაზავეთ მარილით და პილპილით. სოუსი მოასხით კრევეტებს.

რგოლებად დაჭრილი ზეთისხილით მორთეთ არტიშოკი და კრევეტები.