10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 3 ც კარტოფილი
- 3-4 ც სალათის ფოთოლი
- 3-4 ღერი ოხრახუში
- 1-2 ღერი მწვანე ხახვი
- 1 თავი წითელი ხახვი
- 1 ც ლიმონი
- ნახევარი ჩ.კ წითელი დაფქვილი წიწაკა
- 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
- ნახევარი ჩ.კ ბროწეულის წვენი
- 1 ჩ.კ ძმარი
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გაცფცქვნათ, დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად. სალათის
ფოთლები გავრეცხოთ, დავწრიტოთ წყლისგან და დავაქუცმაცოთ. ოხრახუში და მწვანე ხახვი
დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნახევარი თავი ხახვი და ხელით ოდნავ
მოვსრისოთ. მოვაყაროთ მიღებული მასა კარტოფილს,მოვასხათ ბროწელის წვენი, ნახევარი
ლიმონის წვენი, ძმარი,ზეთი,შევაზავოთ მარილით, წიწაკით, კარგად ამოვურიოთ,
გავაჩეროთ 10 წთ და მივიტანოთ სუფრასთან.
დაწერე კომენტარი პირველმა