Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  1 კგ ისპანახი
  • 1 პატარა ხახვი
  • 40 გრ კარაქი
  • 1  ჩ.კ სიმინდის ფქვილი
  • 2 ს.კ ორმაგი ნაღები
  • დაფქული მუსკატის კაკალი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

ისპნახი გაარჩიეთ, 5-6 ჯერ გარეცხეთ, მოხარშეთ თავისივე წყალში. შემდეგ გადაწურეთ და დაკეპეთ.

კარაქი გაადნეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. დაამატეთ ისპანახი, შეაზავეთ

პილპილით, მარილით და მუსკატის კაკლით. დახურეთ თავსახური და შუშეთ 10 წუთი. აურიეთ სიმინდის

ფქვილი და 1ს.კ ცივი წყალი, შეურიეთ ისპანახის ნაზავს, რომ შესქელდეს. დაამატეთ ნაღები და კარგად

მოურიეთ.

რჩევა:

თუ ისპანახი მწარე გეჩვენებათ, მომზადების დროს წვენი გადაუწურეთ და დაამატეთ იმდენი რძე,

რამდენსაც შეიწოვს.