Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მომზადება:

ვინეგრეტი უმჯობესია, მოამზადოთ რომელიმე ხრტილოვანი თევზით, რისთვისაც მოხარშული გაცივებული

თევზი დაჭერით ოთკუთხედ თხელ ნაჭრებად, მოიმატეთ თევზის ფორმით დაჭრილი მოხარშული და გაფცქვნილი

კარტოფილი, სტაფილო, კანისა და თესლისგან გასუფთავებული მჟავე კიტრი და დაკონსერვებული ბარდა.

ვინეგრეტის მთელ შემადგენლობას მიუმატეთ მზა საწებელი, ძმარი, მარილი და შავი პილპილი, ერთმანეთში

კარგად აურიეთ. ამრიგად შეზავებული ვინეგრეტი მოათავსეთ ვაზაზე და გააფორმეთ ლამაზად მწვანილით.