Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  1 ც დიდი ჭარხალი
  • 3 ც საშუალო ზომის კარტოფილი
  • 500 გრ მოხარშული ქათმის ან საქონლის ხორცი
  • 2 ც საშუალო ზომის ხახვი
  • 2-3 ც სტაფილო
  • 1 ც ბროწეული
  • მარიონეზი,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ბოსტნეულის მოვხარშოთ მომზადებამდე, სანამ ბოსტნეული იხარშება, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და დავალბოთ

ძმარში. მოხარშული ბოსტნეული გავხეხოთ სახეხზე და ყველა სახეობა მოვთავსოთ სხვადასხვა ჭურჭელში.

ხორცი  დავჭრათ. ბრტყელი თეფშის შუაში ჩავდოთ მაღალი ჭიქა და ჭიქის ირგვლივ ფენებად დავაწყოთ

ბოსტნეული. თითოეულ ფენას წავუსვათ მაიონეზი. ბოლო ფენას მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ

ბროწეულის მარცვლები. შევდგათ მაცივარში და 1-2 საათის შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ ჭიქა.