Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

სამარხვო სალათის რეცეპტი !

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 200 გ ტკბილი ბულგარული წიწაკა
  • 2 მოზრდილი თავი ხახვი
  • 1 კონა აყვავებული ქინძი
  • 7 კბილი ნიორი
  • 2-3 ს.კ ძმარი
  • 1ჩ.კ კურკუმა
  • მარილი
  • ზეთი- შესაწვავად

 

მომზადება: 

ბადრიჯანი, ხახვი და წიწაკა დაჭერით მრგვლად. ბადრიჯანს მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში. ამავე ზეთში მოშუშეთ ხახვი და წიწაკა.

დანაყეთ ნიორი ქინძსა და სანელებლებთან ერთად, შეურიეთ ძმარი და მოასხით  ბოსტნეულს.