10 წუთი. 15 წუთი.
უგემრიელესი საზაფხულო სალათი!
შემადგენლობა:
- 1 კგ ბადრიჯანი
- 3 თავი ხახვი
- 4-5 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
- 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
- 2 თავი ნიორი
- 1 ჩ.კ კურკუმა
- 2 ჩ.კ შაქარი
- 2 ჩ.კ პაპრიკა
- 1 ჩ.კ წითელი ცხარე წიწაკა
- 2 ჩ.კ უცხო სუნელი
- 0.5 ჩ.კ საფქული ხმელი ქინძი
- მარილი და ძმარი გემოვნებით
- 300 მლ ზეთი
მომზადება:
ბადრიჯანი დაჭერით წვრილ ზოლებად, დააყარეთ მარილი და 1 საათი გააჩერეთ. ნიორი დაჭერით მსხვილად, სტაფილო- თხელ რგოლებად, ხახვი- ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკა- მოგრძო წვრილ ნაჭრებად. ბადრიჯანი გაწურეთ, მოათავსეთ ღრმა, სქელძირიან ტაფაზე, შეწვით და თან ურიეთ. შემწვარი ბადრიჯანი ქაფქირით ამოიღეთ და იმავე ცხიმში სანელებლებთან ერთად შეწვით ნიორი და სტაფილო ისე, რომ არ დაიხრუკოს და ფერი არ შეიცვალოს. ბოსტნეული ადაიტანეთ ბადრიჯანთან ერად, დაუმატეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. სალაას დაასხით ძმარში გახსნილი სანელებლები.
დაწერე კომენტარი პირველმა