10 წუთი. 15 წუთი.
უგემრიელესი დესერტის რეცეპტი ჩვენგან!
შემადგენლობა:
- მარწყვი 500 გრ
- 3 კივი
- 2 ბანანი
- 2 ს.კ შაქარი
- ლიმონის წვენი
- 500 მლ ვანილისა და შოკოლადის ნაყინი
მომზადება:
მარწყვი გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწები , დაჭერით შუაზე და მოაყარეთ შაქარი.გათალეთ კივი და ბანანი,
დაჭერით რგოლებად. ბანანს ზევიდან მოასხით ლიმონის წვენი. ხილი მოათავსეთ მინის თასში. ხილს
ზევიდან დააწყვეთ ნაყინის ბურთულები და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.
დაწერე კომენტარი პირველმა