Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • ჭარხალი – 500 გ.
  • ტყემლის საწებელი – 1-1,5 ჩაის ჭიქა
  • ქინძი – 1 კონა (პატარა)
  • ნიორი – 3-4 კბილი
  • ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • წყალი – 2 სუფრის კოვზი
  • მარილი – გემოვნებით

მომზადება:

მოხარშული ჭარხალი გაფცქვენით და ალყა-ალყა დაჭერით. პატარა ზომის მინანქრის ქვაბში ან თასში ჩაასხით 1-1,5 ჩაის ჭიქა ტყემლის საწებელი, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ერთი კონა ქინძი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. აურიეთ კარგად და შიგ ჩაალაგეთ დაჭრილი ჭარხალი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში. იგი დიდხანს ინახება.