Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  300 გრ შებოლილი თევზი ( უმჯოვბესია ორაგული)
  • 1 ჩ.ჭ ბრინჯი
  • 2-4 ც კვერცხი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 3ს.კ მაიონეზი
  • 500 გრ არაჟანი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

მოვხარშოთ ბრინჯი და გადავწუროთ. დავამატოთ კანგაცლილი და ფხაგამოცლილი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი თევზის ნაჭრები, წვრილად დაჭრილი ხახვი, კამა და მაგრად მოხარშული კვერცხის ცილა. კვერცხის გული კარგად დავსრისოთ მაიონეზსა და არაჟანში. შემდეგ კი კარგად ავურიოთ  თევზსა და ბრინჯში.