10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 300 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
- 2 ც პამიდორი
- 1 ც კიტრი
- 2 ც ვაშლი
- 100 გრ ყურძენი
- 1 ჭიქა არაჟანი
- 5 ღერი ოხრახუში
- მარილი და პილპილი
მომზადება:
მარილიან წყალში მოვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო და დავანაწევროთ. კიტრი, პამიდორი,
ვაშლი გავცქვნათ, დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ კომბოსტოს, მოვასხათ არაჟანი, მოვაყაროთ
ყურძნის მარცვლები, მარილი,პილპილი და ამოვურიოთ. გავაფორმოთ ოხრახუშით.
დაწერე კომენტარი პირველმა