10 წუთი. 15 წუთი.
ცეზარის მომზადების განსხვავებული და გემრიელი რეცეპტი..!
შემადგენლობა:
- 2-3 ც ქათმის ფილე
- 2 კონა სალათის ფოთოლი
- 2 ნაჭერი თეთრი პური
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 ც ლიმონი
- 1 სავსე ჩ.კ გამშრალი რეჰანი
- 3 ცალი კვერცხი
- 150 გ გახეხილი ყველი
- 2-3 ს.კ ზეითუნის ზეთი
- ცოტა ზეთი კრუტონების მოსამზადებლად
- მარილი
მომზადება:
ქათმის ხორცი მოხარშეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით. პური დაჭერით ლუკმებად, აურიეთ, დაჭყლიტეთ ნიორი, რეჰანი და შებრაწეთ ზეთში.
სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ. კვერცხი 1-2 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში, შემდეგ კი ზეითუნის ზეთთან ერთად ბლედერში ათქვიფეთ. ლანგარს ან სასალათეს წასუვით ზეთი, გაჭრილი ლიმონი და ზედ მოათავსეთ სალათის ფოთლები, ქათმის ხორცი, გახეხილი ყველი და მომზადებული კრუტონები. ფენებს შიგადაშიგ მოაყარეთ გახეხილი ყველი, ზემოდან მოასხით მომზადებული სოუსი.
დაწერე კომენტარი პირველმა