10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 ც კიტრი
- 1 ც პომიდორი
- 100 გრ საქონლის ხორცი
- 2 ც კვერცხი
- 1 ს.კ ყველი
- 1 ჩ.კ ოხრახუში
- 1 ს.კ ზეთი
- მარილი, წიწაკა-გემოვნებით
მომზადება:
საქონლის რბილი ხორცი მოვხარშოთ, დავჭრათ თხლად. კვერცხი მოვხარშოთ, გავაციოთ და
გავხეხოთ სახეხზე ყველთან ერთად. განიერ თეფშზე დავწყოთ დაჭრილი ხორცი, მოვაყაროთ
გახეხილი ყველი და კვერცხი, დავალაგოთ მრგვალად დაჭრილი კიტრი და პამიდორი, წვრილად
დაჭრილი ოხრახუში, მარილი,წიწაკა,მოვასხათ ზეთი და მივიტანოთ სუფრასთან.
დაწერე კომენტარი პირველმა