Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მომზადება:

10 კილოგრამი პამიდორი გაფცქვენით, ქვაბში ჩაჭერით და მოხარშეთ. გააგრილეთ და საწურში გაატარეთ. საწურში გატარებული პამიდორი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ მოცულობის ნახევარი არ დარჩება. გემოვნებისამებრ შეკაზმეთ საკეპ მანქანაში გატარებული ნივრით, წიწაკითა და მარილით. ადუღეთ კიდევ 10 წუთი, გააგრილეთ, ჩაასხით ბოთლებში, მოახით 1 ჩ.კ მზესუმზირის ზეთი, დააფარეთ ბოთლის თავსახური და შეინახეთ გრილ ადგილას. პამიდვრის საწებელი შეგიძლიათ ტომატის ნაცვლადაც გამოიყენოთ.