Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

თევზისთვის:

  •  300 გ ორაგულის ფილე
  • 4 ს.კ შამპანური
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ც ლიმონი
  • 5 მარცვალი ვარდისფერი პილპილი
  • მწიკვი ახალდაფქული შავი პილპილი
  • 0.5 ჩ.,კ თავშავა
  • მარილი

სალათისთვის:

  •  150 გ თეთრი კომბოსტო
  • 150 გ წითელი კომბოსტო
  • 1 ც დიდი სტაფილო
  •  ლიმონის მჟავა
  • მარილი,კამა

მომზადება:

თევზის ფილეს დავაწურთ ლიმონი, მოვასხათ შამპანური, მოვაყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ვარდისფერი პილპილის მარცვლები და 3 საათით მაცივარში დავდოთ, შემდეგ გამოვიღოთ, გავახვიოთ ფოლგაში და  190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შევწვათ. კომბოსტო წვრილად დავკეპოთ. სტაფილო გავხეხოთ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ლიმონის წვენი. მზა თევზი სასალათეზეე მოვათავსოთ და შავი პილპილი მოვაყაროთ.