Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მოამზადეთ მწვანე წიწაკა ზეთით ჩვენი რეცეპტით! 

შემადგენლობა:

  • 10 კგ წიწაკა
  • 400 გრ ნიორი
  • 400 გრ ნიახური
  • 300 გრ ოხრახუში
  • 20 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 15-20 ფოთოლი დაფნა
  • 1ჩ.ჭ მარილი
  • 1ჩ.ჭ შაქარი
  • 8 ჩ.ჭ ზეთი
  • 4-5 ჩ.ჭ ძმარი

მომზადება:

წიწაკას მოაცალეთ კუნწი და თესლი, გააჩერეთ მდუღარე წყალში 20 წუთი. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში და დაწურეთ საწურზე. ნიორი, ნიახური, ოხრახუში დაფქვით ხორსაკეპ მანქანაში. მარილი. შაქარი,ზეთი, ძმარი,დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი ჩააწყვეთ ქვაბში და წამოადუღეთ.

გაშლილ ჭურჭელში ჩააწყვეთ წიწაკა, მოაყარეთ გატარებული მწვანილი და მოასხით  მოშუშული, გაცივებული სანელებლები,. აურიეთ  კარგად, გააცერეთ 2 საათი. შემდეგ ჩაალაგეთ ქილებში ( ქილა არ გაავსოთ პირამდე). დააფარეთ სახურავი და შეინახეთ.