Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ მწვანე პომიდვრის მწნილს! 

მომზადება:

ავიღოთ მწვანე, მაგრამ უკვე სიმწიფეში შემავალი პომიდვრები, გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და ჩავაწყოთ პატარა კასრში მჭიდროდ. ფენებს შუა ჩავატენოთ ცერეცო, კამა და ალუბლის ფოთლები. მოვამზადოთ მარილწყალი შემდეგი პროპორციით: 10 კილოგრამ პომიდორზე 800 გრამი მარილი და დავასხათ პომიდორს ისე, რომ მთლიანად ფარავდეს. დავადოთ ხის სუფტა რგოლი და დავდგათ თავდაუხურავი. როდესაც დუღილი დამთავრდება და ქაფის დენა შენელდებბა, დავახუროთ ხუფი და შევინახოთ სარდაფში ცივ ადგილას.