10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- მაკარონი 200 გრ.
- ხახვი 4 თავი
- ქათმის ხორცი 100გრ.
- ნაღები 100მლ.
- ზეთი შესაწვავად.
- კარაქი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში. ქათმის ხორცი დავჭრათ ძალიან წვრილად და შევწვათ ზეთში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ვთუშთ 2 წუთი, დავამატოთ ნაღები და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე სქელი კონსისტენციის მიღებამდე, შემდეგ დავამატოთ მოხარშული მაკარონი (მაკარონს ცივი წყალი არ გადვავლოთ) კარგად ავურიოთ, გადმოვდგათ გაზქურიდან და მოვასხათ გამდნარი კარაქი.
დაწერე კომენტარი პირველმა