Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  1 კგ ლოქო
  • 2-3 ც დაფნის ფოთოლი
  • 6-7 ძირი ქინძი
  • პილპილი
  • ტყემლის ტყლაპი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ლოქო გავაუსუფთავოთ,დავჭღათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ

იმდენი წყალი,რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ მარილი,

დაფნის ფოთოლი,დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი,პილპილი

და ვადუღოთ.როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება,ცეცხლიდან გადმოვიღოთ.