10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 0.5 კგ თეთრი ლობიო
- 1 თავი ხახვი
- 1 ც ბულგარული წიწაკა
- 1ც სტაფილო
- 50 გრ მიწისთხილი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს.კ ზეთი
- 3 ს.კ კეტჩუპი
- დაჭრილი ქინძი
- მარილი,პილპილი
მომზადება:
ლობიოს დავასხათ წყალი და დავტოვოთ ღამით. გავრეცხოთ და მოვხარშოთ დაფნის ფოთოლი და ლობიო მოვხარშოთ დაფნის ფოთოლთან ერთად 2 სთ-ის განმავლობაში.
წყალი გადავასხათ. ხახვი და წიწაკა დავჭრათ კუბიკებად, სტაფილო გავხეხოთ.
ხახვი მოვდაღოთ ზეთში 4 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ ბულგარული წიწაკა, კეტჩუპი და სხვა სანელები და გამოვრთოთ ცეცხლი.
მიწის თხილი დავაქუცმაცოთ და დავუმატოთ ბოსტნეულს. ლობიო შევაერთოთ ბოსტნეულთან, ქინძთან და ნიორთან ერთად. შევათბოთ 3-4 წუთით. დავუმატოთ ცოტა ბროწეული და ლობიოს სალათი მზადააა.
დაწერე კომენტარი პირველმა