Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  500 გრ კომბოსტო
  • 1/2-3/4 ჭიქა ნიგოზი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ძირი ქინძი
  • ძმარი,წიწაკა, მწვანილი და მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი კომბოსტო მოვხარშოთ მარილწყალში, გადავიტანოთ თუშფალანგში,

დაიწრიტოს წყლისგან და შეგრილდეს.  შემდეგ გავწუროთ ხელით,

მოვათავსოთ ხის სუფთა ფიცარზე და დავჭრათ. ნიგოზი ,ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი ერთად დავნაყოთ,

გავხსნათ ძმარში,ავურიოთ გამზადებულ კომბოსტოში და კარგად ავურიოთ. დავამრგვალოთ და ზემოდან

მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები