10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
0.5 კგ კომბოსტო
4-5 ც სტაფილო
1 კონა ოხრახუში
1 კონა კამა
50მლ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
პილპილი,მარილი
მომზადება:
წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოაყარეთ მარილი, მოსრისეთ და გაწურეთ. მოათავსეთ მოზრდილ ჭურჭელში, მოაყარეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა,პილპილი,მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ.
დაწერე კომენტარი პირველმა