10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- კიტრი 1 კგ.
- ხორცი 400 გრ.
- ხახვი 1 თავი
- ნიორი 1 თავი
- ზეთი შესაწვავად
- მაიონეზი, ლიმონის წვენი, დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ ხაზებად, მოვასხათ ლიმონის წვენი, შემდეგ დავამატოთ ასევე წვრილ ხაზებად დაჭრილი და ზეთში შემწვარი ხორცი, დანაყილი ნიორი, ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. მომზადების შემდეგ სალათი მოვათავსოთ სალათის ფოთლებზე და გავაფორმოთ კამით.
დაწერე კომენტარი პირველმა