10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1 ქილა დაკონსერვებული ან მოხარშული ლობიო
- 1 სავსე ჭიქა დაკეპილი მჟავე კომბოსტო
- 1 ც ვაშლი
- 1 ც პატარა სტაფილო
- 10-15 ც სალათის ფოთოლი
- 2 ც ტჯბილი წიწაკა
- 2 ც ტკბილი მწვანე წიწაკა
- 2 თავი ხახვი
- თითო კონა ქინძი, კამა და ოხრახუში
საკაზმისთვის:
- 1/3 ჭიქა ძმარი
- 1/3 ჭიქა ზეთი
- 2ჩ.კ შაქარი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ს.კ სოიის სოუსი
- შავი პიპილი, მარილი
მომზადება:
ვაშლი და სტაფილ გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, წიწაკა- წვრილ რგოლებად, მწვანილი დაკეპეთ, სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ, მჟავე კომბოსტო გაწურეთ.
ლობიო საწურზე გადაწურეთ, რომ წვენი არ შეჰყვეს და პროდუქტები მოათავსეთ ერთად ღრმა ჭურჭელში. მოამზადეთ საკაზმი- დაჭყლეტილი ნიორი, ძმარი, ზეთი, შაქარი, სოიის სოუსი, პილპილი და მარილი გათქვიფეთ, მოასხით სალათას და კარგად აურიეთ.
დაწერე კომენტარი პირველმა