Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  50 გრ ბრინჯი
  •  50 გრ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 50 გრ მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 1 ც პამიდორი
  • 100 გრ კიტრის მწნილი
  • 80 გრ ხახვი
  • მარილი, შაქარი-გემოვნებით
  • 1 ს.კ ძმარი

მომზადება:

ბულგარული წიწაკები დავჭრათ თხლად ხახვთან ერთად. პამიდორი და კიტრი დავჭრათ კუბიკებად. ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში და გადავავლოთ ცივი წყალი. ყველაფერი შევურიოთ ერთმანეთს, მოვაყაროთ მარილი,შაქარი, მოვასხათ ძმარი და ამოვურიოთ.