Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

საზაფხულო სალათის რეცეპტი! 

შემადგენლობა:

  • 300 გრ. ბადრიჯანი
  • 1.25 ჩ.კ. მარილი
  • 2 თავი ხახვი
  • 60 მლ მცენარეული ზეთი
  • 20 მლ ძმარი
  • 300 გრ პამიდორი
  • ¼ ჩ.კ. შავი წიწაკა ახალი დაფქული
  • 20 გრ კვლიავი

მომზადება:

ბადრიჯანი გავთალოთ და დავჭრათ 1.5 სმ-ის სისქის რგოლებად. 10-15 წთ-ით ბადრიჯანი ჩავალაგოთ მარილ წყალში. ხახვი დავჭრათ ეგოლებად.

ბადრიჯანი შევწვათ მცენარეულ ზეთში შეწითლებამდე. ხახვიც იგივე მდგომარეობამდე. შემწვარი ბოსტნეული მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ დაჭრილი პამიდორი, მარილი, შავი წიწაკა და ძმარი. ყველაფერი გადავურიოთ.